პრეზიდენტ სააკაშვილზე როგორ შეიძლება ვთქვა, რომ ჩართული არ არის. პრეზიდენტი სააკაშვილი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ერთიანობის ტირე ნაციონალური მოძრაობა იმიტომ, რომ (ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ) ეს არის სრული დასახელება, მათ შორის, ის, რასაც ამომრჩეველი იხილავს ბიულეტენზე, არის ამ პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარე მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში. ეს, რა თქმა უნდა, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენი მოძრაობისთვის არის უდიდესი ელექტორალური ძალა და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ვარ ძალიან მხნედ იმ როლში, რაც მე ახლა მაკისრია იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ყველაზე ცხადად ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა და, მათ შორის, რამდენად მნიშვნელოვანია სიახლე ამ ერთიანობისთვის.
[…] ზოგადად გეტყვით, რომ ჩემთვის ყველა გადაწყვეტილებაში, და მე არასდროს ამაზე ორაზროვნად არ მისაუბრია და არც ვისაუბრებ მომავალში, ზოგიერთი სხვა თავმჯდომარეებისგან განსხვავებით, და აქ ლევან ხაბეიშვილს ნამდვილად არ ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებები ჩემთვის იქნება ყოველთვის გადამწყვეტი, როდესაც მე მივიღებ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ამ როლში და, მათ შორის, ამ კამპანიაში. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის, რომ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი არის, მე ვიტყოდი, ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ერთიანობის, ერთიანობის იდეის, ერთიანობის მნიშვნელობის, ერთიანობის გადარჩენის, ერთიანობის გამარჯვების, ეს მე მაძლევს ძალიან მტკიცე საფუძველს იმისთვის, რომ ჩემს მეგობრებთან, ადამიანებთან, ვისაც ვთვლი, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მათი შემოერთება ამ ერთიანობისთვის, მათთან მივიდე ძალიან გულწრფელი, ძალიან მკაფიო და ძალიან მყარი პოზიციებით.
