ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უპირატესი გეგმაა, ქვეყანა კულისებიდან არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველობით მართოს.
ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილს პასუხისმგებლობის აღება მოუწევს იმაზე, რომ ქართული ოცნება ქვეყანას რუსული მეთოდებით მართავს.
“ოლიგარქი ივანიშვილის უპირატესი გეგმა არის ბუნებრივია, ქვეყანა მართოს კულისებიდან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობით, სადაც ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება მისი ნება-სურვილით მიიღება.
თუმცა ის ვერ აირიდებს იმ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ეროვნულ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება იმისთვის, რომ მისი რეჟიმის პირობებში არის რეალური ჩვენი ქვეყნის რუსიფიკაციის მცდელობა, მაგრამ ქართველი ხალხი იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ამიტომ მივიღეთ მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, – ამბობს ბოკუჩავა.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ივანიშვილი გუშინ, რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამოზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად გამოჩნდა.