დანამდვილებით მაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე ცდილობს, მოლაპარაკება აწარმოოს ივანიშვილთან, რომ გააღწიოს ამ ქვეყნიდან – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ თბილისის მერმა მოპარული მილიონები შეინარჩუნოს და ქვეყნიდან გააღწიოს, ყველა გზას იყენებს, მათ შორის ქურდული სამყაროს მონაწილეობით ივანიშვილთან მოლაპარაკებისთვის.
დანამდვილებით მაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე ცდილობს, მათ შორის ქურდული სამყაროს მონაწილეობით, რაიმე ტიპის მოლაპარაკება აწარმოოს ივანიშვილთან, რომ გააღწიოს ამ ქვეყნიდან და შეინარჩუნოს თავისი მოპარული ქონების ნაწილი მაინც და არ აღმოჩნდეს, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ბევრის სხვის გვერდით. მას საქმე არ აქვს დალაგებული, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმისთვის, რომ მან შეძლოს, იმ მოპარული მილიონების შენარჩუნება, ღარიბაშვილისგან და ლილუაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დააგროვა, ისევ და ისევ ივანიშვილის ხელდასმით, – განაცხადა ბოკუჩავამ.




