ბოკუჩავა ივანიშვილს არწმუნებს, რომ ტრამპის პოლიტიკა მის მიმართ “კიდევ უფრო მკაცრი იქნება”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილს არწმუნებს, რომ -ის პოლიტიკა პირადად მის და მისი ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მკაცრი იქნება.
„უდიდესი ალბათობით, გახდება კვლავ, უკვე მეორედ ვადით, აშშ-ის პრეზიდენტი. ივანიშვილს თუ იმის იმედი აქვს, რომ დემოკრატების ადმინისტრაციის რესპუბლიკური ადმინისტრაციით ჩანაცვლებით რამე შეიცვლება აშშ-ის პოლიტიკაში მისი ხელისუფლების და პირადად მის მიმართ, ძალიან ცდება.
ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ სწორედ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ამერიკელი კანონმდებლები გაცილებით უფრო მკაცრი განცხადებებითა და მოთხოვნებით გამოირჩეოდნენ ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის მიმართ. სხვა რომ არ ჩამოვთვალო, ეს არის, მაგალითად, ჯო უილსონი, ისევე, როგორც მაიკ ჯონსონი, რომელიც მეორე ყველაზე გავლენიანი რესპუბლიკელია აშშ-ში. […]
გარწმუნებთ, რომ აშშ-ის პოლიტიკა, იქნება ეს სანქციები თუ საქართველოს დემოკრატიული გზის დასაცავად გამოყენებული სხვა მექანიზმები, იქნება კიდევ უფრო მკაცრი, ვიდრე ივანიშვილს ეს ოდესმე წარმოუდგენია“, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და დონალდ ტრამპის მხარდამჭერია. ჯო უილსონის მიერაა მომზადებული ე.წ. მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება – ის ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას, თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, საპირისპირო შემთხვევაში კი — სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.
რაც შეეხება მაიკ ჯონსონს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ერთ-ერთია იმ 13 რესპუბლიკელ კონგრესმენს შორის, რომლებიც 2020-ში ს სანქცირების ინიციატივით გამოდიოდნენ. ჯონსონიც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეა.