ბოკუჩავა: დღეს ივანიშვილმა ქართველი ხალხისგან ბოლო გაფრთხილება უნდა მიიღოს

ევროკავშირმა, ევროპელმა ლიდერებმა არაერთხელ დაინახეს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ამაში განსაკუთრებით დიდი წვლილი ახალგაზრდებს მიუძღვით, რომლებმაც რუსული კანონის გაპროტესტების დროს, ნამდვილად დაანახეს ყველას, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია.
დღევანდელი მარში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა 6 დღით ადრე ისტორიულ არჩევნებამდე ივანიშვილმა ქართველი ხალხისგან მიიღოს ბოლო გაფრთხილება, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ევროპულ არჩევანს. 26 ოქტომბერს ეს გამარჯვება, ეს არჩევანი უნდა გაფორმდეს.
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რათა ივანიშვილს ს გაყალბების აზრმა თავში არც კი გაუელვოს. არჩევნებმა ქართველი ხალხის პროევროპული, თავისუფალი არჩევანი უნდა ასახოს.
მინდა ვთხოვო, ყველას, ვისთვისაც ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანია, მოდით არჩევნებზე.