ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობა კომუნისტური ჩინეთით, უკიდურესად საზიანოა ქვეყნისთვის.
“ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური და ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, მათ შორის თავისუფალ სამყაროში, მაგრამ პოლიტიკურად, დასავლეთის ჩანაცვლების მცდელობა კომუნისტური ჩინეთით, რასაც ვხედავთ, მათ შორის ახლა, ამგვარი პოლიტიკური ვიზიტით და დაახლოების მცდელობით, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის უკიდურესად საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროპისკენ”, – თქვა ბოკუჩავამ.
