ბოკერია/ჩერგოლეიშვილის წასვლის შემდეგ “ევროპული საქართველო” ენმ-ს კოალიციას შეუერთდა

“ევროპული საქართველო”, რომელიც ცოტა ხნის წინ მ, თამარ ჩერგოლეიშვილმა და სხვა ლიდერებმა დატოვეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის საარჩევნო კოალიციას შეუერთდა. “ევროპულ საქართველოს” ენმ-ს ყრილობაზე გიგი წერეთელი წარადგენდა.
გიგი წერეთელი და პარტიაში დარჩენილი კიდევ ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე თავის დროზე სწორედ ნაციონალურ მოძრაობას გამოეყვნენ, ახლა კი ისინი ენმ-ს კოალიციაში დაბრუნდნენ.
ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ასე გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებას:
“ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, რადგან ერთიანობას, ნაციონალურ მოძრაობას, პლატფორმა ერთიანობას წინასაარჩევნოდ უერთდება კიდევ ერთი პროდასავლური, ევროპული სახალხო პარტიის წევრი პარტია, ეს არის “ევროპული საქართველო” და მისი ლიდერი გიგი წერეთელი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთადაა და რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი საქართველოში, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი არჩევითი პოზიცია საერთაშორისო არენაზე და წარმოადგენდა საქართველოს.
მე მინახავს, როგორ სცემდნენ მას პატივს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც ის იყო პრეზიდენტი მრავალი წლის მანძილზე და ეს, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის პრესტიჟი.
მე ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი , რომელიც ჯერ კიდევ რუსული კანონის რეინიცირებამდე საუბრობდა ერთიანობის მნიშვნელობაზე, ახლა მისი მუდმივი მოწოდებები ერთიანობისკენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყანასა და მსოფლიოს, რომ იყო, არის და იქნება მთავარი გამაერთიანებელი ჩვენს ქვეყანაში.
სწორედ ერთიანობამ მოიტანა დიდი ცვლილებები 2003 წელს და მჯერა, სწორედ ერთიანობა მოიტანს დიდ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
“ჩვენ უნდა მივცეთ ადამიანებს პერსპექტივის განცდა, უნდა მივცეთ ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, ბავშვებს უნდა დავუბრუნოთ ლაღი ბავშვობა, ხოლო ჩვენს მშობლებს უნდა დავუბრუნოთ უზრუნველი, ღირსეული სიბერე, რომელიც წაართვა ივანიშვილმა. მაგრამ არსებობს იმედი და ეს იმედი 26 ოქტომბერთანაა დაკავშირებული, როდესაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ, აუცილებლად უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და “ნაციონალური მოძრაობა” იქნება მთავარი ფლაგმანი ამ ერთიანობის და ამ გამარჯვების. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და თქვენი შემართება, პარტიის თითოეული წევრის შემართება, ის იმედი, ის რწმენა, რომელსაც ვხედავ ყველგან, იქნება ეს აჭარა, სამეგრელო, იმერეთი თუ შიდა ქართლი თუ ახალციხე, მე ვხედავ რომ დიახ, სწორედ ერთიანობა სურს ხალხს და სწორედ ერთიანობა მოიტანს იმ დიდ გამარჯვებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოვიარეთ მთელი საქართველო და ყველა მოგვიწოდებდა გაერთიანებისკენ და იმისკენ, რომ გავერთიანებულიყავით ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გადასარჩენად.
ახლა ევროპული პერსპექტივა ერთი ხელის გაწვდენაზეა. როგორც არასდროს, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი. ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მე მჯერა, რომ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ და ძალიან მალე, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მე გპირდებით, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და უმოკლეს ვადაში ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის ღირსეული წევრი.
პრეზიდენტი სააკაშვილი იყო მთავარი მოტივატორი და მე მჯერა, რომ დღევანდელი გამსხვილებით ის იქნება კმაყოფილი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
დღესვე ცნობილი გახდა რომ ენმ-ს მმართველობაში დაბრუნდა , რომელიც შიდაპარტიულ დაპირისპირებაში ს უჭერდა მხარს. ნაყოფია ენმ-ში შექმნილ ახალ ორგანოს, ეროვნულ კომიტეტს უხელმძღვანელებს.
“ერთი მხრივ, კობა ნაყოფია, რომელიც არის მისი [სააკაშვილის] ძველი მეგობარი და თანამებრძოლი, შემოგვიერთდა, მეორე მხრივ, შემოგვიერთდა “ევროპული საქართველო”, რომელიც არის დიდი ევროპული ოჯახის წევრი პარტია, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
ასე რომ, გავძლიერდეთ, გავმხნევდეთ, ერთმანეთს ხელები ჩავჭიდოთ და წინ, გამარჯვებისკენ!
ერთიანობით ვიმარჯვებთ!”, – განაცხადა ყრილობის გახსნისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.