ბოკერია ოცნებაზე: ყველაზე სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან, პანიკის დათესვა სურთ

ახალი არაფერი – წინა გამოსვლა რომ აიღოთ ივანიშვილის, რუსი ბუნებისა და ს ბუნებრივი მოკავშირის, ოლიგარქის ივანიშვილის ერთი ერთში იგივე არის, არაფერი სიახლე არ არის. ერთ რამეს გავუსვამდი ხაზს, კლიპი ვინც ნახა დაწყებისას, ომის გლობალურ პარტიასთან აქვთ ჩახუტების კლიპი. ანუ, ვისაც აბრალებენ, რომ საქართველოს დაქცევა უნდათ, ომით სისხლისღვრით და ჩვენი იდენტობის გაქრობით, აი, იმ ხალხთან ჩახუტების კლიპი გადაიღეს ახლა. იყო მუქარა, რომ დაჭერები იქნება და ასე შემდეგ. ეს არის ნიშანი მათი პანიკის.
ისინი ხედავენ, რომ მათი სტრატეგია, რაც ჰქონდათ, საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანის, ამ ანტიდასავლურმა, ანუ ანტიქართულმა საქმემ, მარტო რუსულმა კანონმა კი არა, მთლიანად, სადაც წავიდნენ რუსეთის მიერ ში ღია აგრესიის შემდეგ, ისინი დააზიანა, რადგან ისინი კარგავენ და უკვე დაკარგეს ის ხალხი, ვინც აქამდე თვლიდა სხვადასხვა არგუმენტით, ჩემი აზრით მცდარი არგუმენტებით, რომ ოცნება არ ვარგა მაგრამ, ნუ ჯობია არ გავრისკოთ ცვლილება, ან ისე ცუდად არ არის საქმე. იმიტომ რომ ისინი ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ფრთხილად, მაგრამ ევროპისკენ მივდივართ. მაგრამ ეს რომ დაინახეს, რომ აქ კრახი აქვთ დამსახურებული, დაგვიანებული, მაგრამ დამსახურებული.
დაჭერებსა და რეპრესიებზე, თან დასავლეთში მივდივართ, თან ყველას დავიჭერთო. ოღონდ, ხალხო, ეს ძალის მაჩვენებელი კი არ არის, პირიქით ყველაზე უფრო სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან და ამით უნდათ, რომ პანიკა დათესონ იმიტომ, რომ პანიკა ყველაზე ცუდი მრჩეველია.
თქვა პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ ს გამოსვლაზე ქართული ოცნების კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე, გადაცემა რეაქციაში საუბრისას.