მნიშვნელოვანია, რომ პარტიები შეჯერდნენ იმაზე, რას გააკეთებენ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, ანუ შინაარსზე. პრეზიდენტი ზურაბიშვილის ინიციატივაზე, რათა ხალხმა იცოდეს, რომ ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, არავის ხელში აღმოჩნდება კონცენტრირებული ძალაუფლება და პირველივე 100 დღეში გატარდება ის რეფორმები, რომელიც ამას არ დაუშვებს. ამიტომ ვუჭერთ ჩვენ – ევროპული საქართველო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას მხარს.
რაც შეეხება ყველას, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, ისე რომ თან ეს შეთანხმებები ჯერ მიღწეული არ არის – ყველა ესენი, ნაციონალური მოძრაობის მეთაურობით, იქცევა უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად და პირიქით, საფრთხის ქვეშ აყენებს საერთოდ ოპოზიციის კოორდინაციას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
ენმ-ს წევრა, თინა ბოკუჩავამ 22 მაისს თქვა, რომ “ლელოს შიდა კვლევებიც აჩვენებს, რომ ერთიანი სია ამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას”. ამაზე, ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ “ნაცმოძრაობასთან ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა არაა”.