ბოკერია: კლიშე ტრამპზე, რომ მისი გამარჯვება რუსეთთან “დალაგებას” ნიშნავს, ღრმად მცდარია

პარტია ევროპული საქართველოს ლიდერის, ს თქმით, კლიშეები ტრამპის შესახებ, რომ -ს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება ავტომატურად “რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას” ნიშნავს, “ღრმად მცდარია” და ამ შეხედულების საპირისპირო მტკიცებულებებიც არსებობს.
“თუ ვიმსჯელებთ მისი საპრეზიდენტო ვადით, იქ პირიქით, გამწვავდა [რუსეთთან] ურთიერთობა დე ფაქტო. ტრამპის პრეზიდენტობის დროს იყო, როცა სანქცია დაედო გაზპრომის ნავთსადენს; ტრამპის კამპანიის დროს ირანის მთავარი მოკავშირე იყო პირდაპირი დარტყმის ქვეშ შეერთებული შტატების; უკრაინისთვის და საქართველოსთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებაც, რომელსაც წინა – ობამას ადმინისტრაცია არ იღებდა, მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ”. – თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ გადაცემა რეაქციაში საუბრისას.
ბოკერიამ გადაცემაში ასევე ქართული ოცნების მიერ ტრამპზე სპეკულაციის მცდელობებისა და მასზე იმედების დამყარების შესახებ ისაუბრა, რომლითაც, მისი თქმით, მმართველ პარტიას ქართველი საზოგადოების ნაწილი “შეცდომაში შეჰყავს”,ვინაიდან ოცნების წევრების სანქცირებისა და “ივანიშვილის წინააღმდეგ” მიღებული კანონპროექტის, MEGOBARI აქტის ავტორები ტრამპის “გარემოცვის არათუ უბრალოდ წევრები, არამედ გამორჩეული ლიდერები არიან”.
“ჩვენიანი მოვა იქო – რაის ჩვენიანი?”
მისივე თქმით, ოცნება კონსერვატორობას “იჩემებს”, რეალურად კი არც ერთ იდეოლოგიასთან არ აქვს კავშირი და “უბრალოდ, ოპორტუნისტები” არიან.
“ორბანთან რატომ მეგობრობენ, ჰო? რომ აჩვენონ, რომ ეს დასავლეთთან დაპირისპირება კი არ არის, რაღაცა დასავლეთის შიგნით, შიდა დაპირისპირებაში არიან. ახლა აირჩიეს კონსერვატიული მხარე ამ ფარისევლებმა, რომლებიც სოციალისტების წევრები იყვნენ და მარქსისტებთან, ულტრამემარცხენეებთან მეგობრობდნენ, სანამ იქიდანაც არ გააგდეს”. – თქვა ბოკერიამ გადაცემაში საუბრისას.