ბოკერია და ჩერგოლეიშვილი რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდნენ

ფედერალისტების ლიდერები – და ვაშინგტონში რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდნენ. ისინი დონალდ ტრამპ უმცროსმა მიიწვია. მათთან ერთად, წვეულებაზე იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი .

“ძალიან კარგ თავყრილობაზე ვართ, რესპუბლიკური პარტიის ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა არის აქ… ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ხალხს, ვინც აქ არის შეკრებილი, ძალიან კარგად ავუხსნათ, რომ რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს, ამ შემთხვევაში არის არამარტო ს, არამედ ირანის მოკავშირე და ჩინეთით ანაცვლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ამ ყველაფერს აქ მოვუყვებით ხალხს, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ოლიგარქი, რომელმაც ამერიკა ჩაანაცვლა ჩინეთით, რომელიც ირანში დადის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად დგას სატირალში, და ამას გარდა, არის რუსეთის მოკავშირე.

მოკლედ, ძალიან კარგი მესიჯ-ბოქსი გვაქვს და ამაზე ვისაუბრებთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი სტუმარი, რომელიც აქ არის, ამაზე საუბრობს. მე არ მიყვარს სხვის ნაცვლად საუბარი, ამიტომ, დაველოდები მას, რომ თვითონ თქვას ამ სტუმრობის შესახებ” – ამბობდა ჩერგოლეიშვილი Live-ში. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ წვეულებაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც იმყოფებოდა.

ფედერალისტების ლიდერის Facebook-ჩართვიდან მალევე კონგრესმენმა ჯო უილსონმა სალომე ზურაბიშვილისა და ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ფოტო გამოაქვეყნა.

“მოხარული ვარ, რომ ერთმანეთს შევახვედრე ორი დიდი პატრიოტი, პრეზიდენტი ზურაბიშვილი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ამერიკისა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობების დასაცავად და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად” – დაწერა უილსონმა.

სალომე ზურაბიშვილმა თავადაც გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ის ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა.