ბოკერია გაერო-ს რეზოლუციაზე – ჩინეთი წლებია მხარს არ გვიჭერს, ეს სამარცხვინო ხელისუფლება კი თავშეკავებისთვის მადლობას უხდის

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, , დან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციაზე ჩინეთის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მადლობა ჩინეთის მიმართ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ „რა სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს“.
„საქართველოს ნორმალური ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მისი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული ქართველების დაბრუნების მხარდაჭერის გაზრდა და ამის მაგივრად, ისინი ჩინეთს უხდიან მადლობას იმისთვის, რომ მან ისევე როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, 2009 წლიდან მოყოლებული თავი შეიკავა და არ დაუჭირა ამას მხარი.
სხვათა შორის, ივანიშვილის რეჟიმის დროს, 2022 წელს მან წინააღმდეგ მისცა ხმა და ბოლო ორი წელია ისევ, მხარს არ გვიჭერს და აქედან ჩანს, რა სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც გამოცვლის გარდა არაფერი უშველის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ასევე დაგაინტერესებთ