„ბოიკოტს ვუცხადებ პრეზიდენტის არჩევნებს“ — აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომელთა ჩატარებასაც ხელისუფლება ხვალ, 14 დეკემბერს გეგმავს.
„ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი ვითარება, რომელიც უკიდურესი დაპირისპირებით ხასიათდება, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ სპექტრში, და აქედან ნასაზრდოები დესტაბილიზაციური პროცესები საზოგადოებრივი ურთიებთობების თითქმის ყველა სფეროში, მაიძულებს მივმართო როგორც ჩემს დევნილ თანამემამულეებს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას:
ვითვალსწინებ რა, მთელ რიგ სამართლებრივ გარემოებებს – უპირველსად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულ ნორმას იმის შესახებ, რომ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიატანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, რაც უგულებელყოფილია საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებისა და მისი სტრუქტურის მხრიდან, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის ხელისუფლება დაადგა მკვეთრად გამოხატულ იზოლაციონიზმის გზას როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, რაც უშუალოდ უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის, საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს, მე, ს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) დეპუტატი, უარს ვაცხადებ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ბოიკოტს ვუცხადებ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს“, — ნათქვამია მის განცხადებაში, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ფოტო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას

ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან