„ბოიკოტი თვითმმართველობის „არჩევნებს“ – ამ ლოზუნგით 19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

„ბოიკოტი თვითმმართველობის „არჩევნებს“ – ამ ლოზუნგით ხვალ, 19 ივლისს, 19:00 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსიდან საკანონმდებლო ორგანომდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები თვითმმართველობის ს მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები არიან. ამასთან, მსვლელობას უერთდება საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.
აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ისინი არ აღიარებენ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ამასთან, როგორც ცნობილია, თბილისში, 19 ივლისს დაგეგმილი აქციის პარალელურად, ახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმშიც შეიკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ