“ბოდიშს ქაჯაია ლერი იმსახურებს, გაგრაში, რკინიგზის ქუჩაზე წამებით რომ მოკლეს, თავი მოჰკვეთეს და მისი თავით ფეხბურთი ითამაშეს”

“ყოველთვის ვამბობდი, რომ აფხაზებთან და ოსებთან უნდა ვილაპარაკოთ, დავანახოთ, რომ ჩვენ მტრები არ ვართ.
მაგრამ ბოდიში რისთვის მოვუხადო?
იმისთვის, რომ რუსებთან ერთად, სახლი დამიწვეს და დევნილად მაქციეს?
იმისთვის, რომ მერე ნაწილ ქართველებთან ერთად დამაბრუნეს და მონებივით გვექცეოდნენ?
იმისთვის, რომ უფროსი თაობა რუს ტურისტებს ეხუტებოდა, მე კი “ნე ჩელოვეკს” მეძახდა?
იმისთვის, რომ სკოლაში ქართულად არ მასწავლიდნენ და ფიზიკას მეგრულად გვათარგმნინებდნენ?
იმისთვის, რომ ქართულის წიგნებით ტყეში გავრბოდი და ტირილით ვიმალებოდი?
იმისთვის, რომ ს გამარჯვების დღეზე ქართველები ოკუპანტიას მასმენინებდნენ?
იმისთვის, რომ წმინდა გიორგის ხატი თავზე გადამახიეს, ამერიკულ დროშიანი ფეხსაცმელი კი გამხადეს და გადამიგდეს?
იმისთვის, რომ უსულო საგნად მაქციეს, საბუთს არ მაძლევდნენ და გადაადგილება შემიზღუდეს?
იმისთვის, რომ ტყე-ღრე ვიპარებოდი, შუა ზამთარში ენგურს გადმოვცურავდი და სიკვდილს თვალებში ვუყურებდი?
იმისთვის, რომ რუსებთან ერთად არასრულწლოვანი შუა ღამეს ტყეში დამიჭირეს და და ციხეში შემაგდეს?
იმისთვის, რომ წლებია ჩემს სახლში ვერ მივდივარ?
იმისთვის, რომ გალში ჩემს ახლობლებს ქართულს ავიწყებენ?
იმისთვის, რომ ჩემი თანამოქალაქეები ბინადრებად აქციეს, საკუთარ სახლში სტუმარი დაარქვეს და უფლებები ჩამოართვეს?
იმისთვის, რომ ქართველებს ქუჩაში ნორმალურად გადაადგილება არ შეუძლიათ?
იმისთვის, რომ ბებია ციხეშია?
იმისთვის, რომ თაქალანძე ციხეშია?
იმისთვის, რომ კარბაია მოკლეს?
იმისთვის, რომ ისტორიას გვავიწყებენ?
დიახ, შემიძლია ვაპატიო და აფხაზებთან ერთად ვიცხოვრო, მაგრამ ქართველებს ბოდიში არავისთან მოსახდელი არ გვაქვს.
ერთადერთ ბოდიშს ის იმსახურებს, ვისაც ომის დროს თავი წააცალეს, მისსავე ფეხსაცმელში დაამარილეს და ცოლს გაუგზავნეს;
ბოდიშს იმსახურებს ანა მარიამიძე, 19 წლის გოგო, რომელიც 1992 წლის 12 ოქტომბერს, გაგრაში, მამის თვალწინ, 13-მა მებრძოლმა გააუპატიურა, შემდეგ ორივე ხეზე მიაბეს და დაწვეს;
ქაჯაია ლერი იმსახურებს, გაგრაში, რკინიგზის ქუჩაზე წამებით რომ მოკლეს, თავი მოჰკვეთეს და მისი თავით ფეხბურთი ითამაშეს;
რაზმაძე პეტრე იმსახურებს ბოდიშს, 59 წლის კაცი, 1992 წლის სექტემბერში წამებით რომ მოკლეს მეუღლესთან ერთად , ორივეს თავი მოჰკვეთეს, ნათესავებს გვამების დაკრძალვის უფლება არ მისცეს და ღორებს მიუგდეს.
ამ ადამიანებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში, რომ რუსული ხელისუფლება გვყავს.
ეს ფოტო ბევრჯერ დამიდია, მაგრამ ეს ჩემი ბოლო გადმოსვლაა გალიდან ზუგდიდში. მთით 6-საათიანი წამებაა ამ ფოტოში, რომელიც ჩემი ცხოვრების 18 წელს მახსენებს.
არა რუსეთს!” –  წერს დევნილი გიგა ბენია სოციალურ ქსელში.
“იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი ივანიშვილი თავის ზრახვებში გულწრფელი იქნება და აფხაზ ხალხთან მიმართებაში სწორ სიტყვებს იპოვის”, – ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ