,, ბოდიში-ოსებს!!!… მადლობა-რუსებს?! ვინც ოსს და აფხაზს ქართველებს უსევს?!…” – კახა მიქაია

პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია ლექსს აქვეყნებს:
წინასაარჩევნო ელეგია
როცა ლავროვი გიქებს საქციელს,
ეს იმას ნიშნავს, მონად გაქციეს …
ან რას ამადლი ახლა სალომეს,
როდესაც იღებ რუსულ კანონებს?!
ბოდიში-ოსებს!!!…
მადლობა-რუსებს?!
ვინც ოსს და აფხაზს
ქართველებს უსევს?!…
გონებაჩლუნგ და კუნთმაგარ ბიჭებს
შეეშვი, ნუღარ აღუძრავ იჭვებს…
გახსოვდეს, ის ვინც მტერთან ,,ლაგდება”,
(ისტორიისგან გაილახება!!!…)
მისი განკითხვის ჟამიც დადგება…

ასევე დაგაინტერესებთ