„ბოდიში, მაგრამ განცხადებაში ყველაფერი ნათლადაა ნათქვამი, გაიწვიეთ ეს კანონი“- ევროკავშირის ელჩი

საქართველოში უკვე ერთ თვეზე მეტია ხალხმრავალი პროტესტი მიმდინარეობს, ხელისუფლების მიერ გასული წლის შემდეგ ხელახლა ინიციირებული, ე.წ “უცხოური აგენტების” კანონმდებლობის გამო, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი რუსული კანონის ანალოგად მიიჩნევს. ქუჩის აქციების პარალელურად, ხელისუფლების მიმართ მკაცრ შეფასებებს ვხედავთ დასავლელი მოკავშირეების მხრიდან, რომელთა კრიტიკული ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიერ მსგავსი კანონის ამოქმედება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას.
ე.წ. აგენტების კანონის გამო შექმნილი კრიზისისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსების შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.
დიდი მადლობა დრო რომ დაგვითმეთ, ბატონო ელჩო. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ამ ეტაპზე საქმე საქართველოში რუსულ კანონში თუ პრორუსულ ხელისუფლებაშია?
საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ სად დგას ის. ევროკავშირის მხრიდან, შემიძლია დაგარწმუნოთ, ვთანხმდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოს დაინტერესების შემთხვევაში, შემდეგი დიდი გაფართოებისას, მივიღოთ საქართველო. ამ დროისთვის ათი ქვეყანაა, რომლებიც ამ პროცესს გადის. საქართველო მრავალი წელი ლიდერობდა ამ ჯგუფს. სამწუხაროდ, ბოლო ორ კვირაში განვითარებული მოვლენების გამო, ვითარება გაურკვეველია.
ასე რომ, არის გაურკვევლობის მომენტი. იმედი მაქვს, მიიღება გადაწყვეტილებები, რათა დარწმუნდეთ, რომ საქართველო დაბრუნდება ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველო კიდევ ერთხელ გახდება მოწინავე [ქვეყანა] ამ მარათონში, ევროკავშირის გაფართოების მომდევნო ტალღაში მოსახვედრად.
თქვენ ახსენეთ შემდეგი გაფართოება. ეს დისკუსია ბრიუსელში მიდის. როგორია ამის ალბათობა? ვსაუბრობთ მომავალ წლებზე თუ ათწლეულებზე?
არა, მე ვხედავ, რომ ეს მოხდება, ნათლად ჩანს რომ მოხდება. მე თვითონ იმ ქვეყნიდან ვარ, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდა ზუსტად 20 წლის წინ, 2004 წლის მაისში. ჩვენ აღვნიშნავთ ბოლო დიდი გაფართოების 20 წლისთავს.
ს აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ მართლაც დააჩქარა მოვლენები. და შემდეგი დიდი გაფართოება მოხდება. თუ ჩემს პირად აზრს მკითხავთ, ვფიქრობ, ეს ძალიან სწრაფად მოხდება, რამდენიმე წლის საქმეა. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ საქართველო იქნება ამ მომდევნო დიდი გაფართოების ნაწილი და რომ საქართველოს არ მოუწევს დიდი გაფართოების კიდევ ერთი ტალღის ლოდინი, რომელსაც შესაძლოა მინიმუმ 20 წელი დასჭირდეს. ჩვენ ვსაუბრობთ თაობაზე ან თუნდაც თაობებზე.
amerikiskhma.com

ასევე დაგაინტერესებთ