“ბოდიში იმ კვირების გამო, როცა არ ვიცოდი რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით” – ბაიდენმა ახალი დახმარება დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ს, სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ბაიდენმა ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრის დროს ისაუბრა.
“ბოდიშს ვიხდი იმ კვირების გამო, როცა არ ვიცოდი რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან გაგვიჭირდა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც უნდა დაგვედო, რადგან კონსერვატიულმა წევრებმა პრობლემა შეგვიქმნეს კანონპროექტის მიღებისას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. მას შემდეგ, დღევანდელი დღის ჩათვლით, მე გამოვაცხადე მნიშვნელოვანი დაფინანსების ექვსი პაკეტი – დღეს მე ასევე ხელს ვაწერ დამატებით პაკეტს 225 მილიონი დოლარის ოდენობით, რათა დაგეხმაროთ ელექტრო ქსელის რეკონსტრუქციაში” – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ