ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი სოციალურ ქსელში ღარიბაშვილთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი სოციალურ ქსელში ექსპრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მის ფეისბუქგვერდზე ფოტოები რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გრიგოლ ლილუაშვილისოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.

სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.

როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელისძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში.

მისივე თქმით, ამოღებულია:

  • 7 მლნ 2 200 დოლარი და 136 ათასი ლარი
  • 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
  • ძვირადღირებული ნახატები
  • დოკუმენტაცია – რამდენიმე ათას ფურცლად
  • 119 ელექტრომოწყობილობა.

სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.