ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მისი მეუღლეს, მარიამ იაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.
სხდომას ორივე ბრალდებული ესწრებოდა და დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, სხდომის დახურვამდე მოკლე განცხადებები გააკეთეს ბრალდებულებმა. უჩა აბაშიძემ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე ისაუბრა, მარიამ იაშვილმა კი დაკავებისას პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე.
ფოტო: “რადიო თავისუფლება”

ასევე დაგაინტერესებთ