ბლოგერ დომენიკ მანგოს რუსეთმა დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ ბლოგერს დომენიკ მანგოს (კუკური ბარამიძე) ს მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული ჯარისკაცის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).