ბლინკენმა G7-ის ლიდერებს უთხრა, რომ ჰამასი ისრაელს შესაძლოა მომდევნო 24 საათში დაესხას თავს

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვირას, 4 აგვისტოს G7-ის ქვეყნების ლიდერებს უთხრა, რომ ირანისა და ჰეზბოლას მხრიდან ისრაელზე თავდასხმა, შესაძლოა, მომდევნო 24 საათის განმავლობაში – ორშაბათს (5 აგვისტო) დაიწყოს.
ინფორმაციას Axios სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმირებულ 3 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა, რათა დიპლომატიური ზეწოლა მოეხდინა ირანსა და ჰეზბოლაზე მათი მხრიდან შურისძიების მაქსიმალურად შემცირების მიზნით.
31 ივლისს, დილას, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია მოკლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ს მხრიდან კომენტარი არ კეთდება, მის მიმართ აშკარა ეჭვი არსებობს. ისრაელმა ომის დაწყების დღიდანვე ჰამასის ლიდერების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.
ჰამასი ისმაილ ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით იმუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ