ბლინკენი: F-16-ები უკვე მიემართებიან უკრაინაში დანიიდან და ნიდერლანდიდან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დანიიდან და ნიდერლანდიდან უკვე მიემართება უკრაინისკენ F-16 გამანადგურებლები. მისი თქმით, F-16-ები უკვე წელს ზაფხულში იფრენენ უკრაინის ცაში.
ვაშინგტონში მიმდინარე ნატოს სამიტის კულუარებში ბლინკენმა თქვა, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში წარმოდგენილი იქნება გეგმა, რომელიც „მყარი ხიდი“ გახდება ნატოში უკრაინის გაწევრიანებისთვის, წერს სააგენტო Reuters-ი.
ოთხშაბათს ასევე ცნობილი გახდა, რომ ნორვეგია ს გადასცემს ექვს F-16-ს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტოერემ განაცხადა, რომ F-16-ების მიწოდება 2024 წელს დაიწყება. ის, რომ ოსლო კიევს F-16-ებს გადასცემს, პრემიერ-მინისტრმა შარშან აგვისტოში გამოაცხადა, მაგრამ მაშინ არ უთქვამს, კონკრეტულად რამდენ თვითმფრინავზეა ლაპარაკი.
ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მ კომენტარი გააკეთა ცნობაზე უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის შესახებ.
“ეს იმას მოწმობს, რომ ვაშინგტონი სათავეში უდგას ომის ბანდას,” მოჰყავს ზახაროვას სტყვები ტასს.