აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით კატარში იმყოფებოდა. კატარის პრემიერმინისტრთან მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ იასიმ ალ თანისთან ერთად პრესკონფერენციაზე ბლინკემა ისრაელ-ჰამასის ომზე და წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმებზე ისაუბრა.
ენტონი ბლინკენის თქმით, ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში საფრთხეს უქმნიან კომერციული გემების მშვიდობიან გადაადგილებას და მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზის უსაფრთხოებას. ბლინკენმა თქვა, რომ ჰუსიტების თავდასხმების უმთავრესი მსხვერპლი პირველ რიგში მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობაა.
“ამის გამო შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ოპერაცია კეთილდღეობის მცველი 20 ქვეყანასთან ერთად, რათა დავიცვათ წითელ ზღვაში კომერციული გადაზიდვების უსაფრთხოება” – თქვა ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავარი ამოცანაა, რომ ისრაელი-ჰამასის ომი რეგიონში არ გავრცელდეს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად. მისი თქმით, აშშ-ს მთავარი ფოკუსი ამჟამად ისრაელ-ჰამასის ომის რეგიონში გავრცელების შეჩერებაა.
ეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეოთხე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ. კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს და საუდის არაბეთს ეწვევა.