ბლინკენი ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს ჰუმანიტარული დახმარებისა და ისრაელის რეგიონული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 7 თებერვალს იმედი გამოთქვა, რომ მოხერხდება შეთანხმება ისრაელელი მძევლების განთავისუფლების შესახებ, რომლებიც -ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასმა გაიტაცა.
„დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და მთლიანად კონცენტრირებული ვართ ამ სამუშაოზე, იმედი მაქვს გავაახლებთ მძევლების განთავისუფლებას, რომელიც შეჩერდა“ – თქვა ბლინკენმა ს პრეზიდენტ, იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრის წინ.
უფრო ადრე ბლინკენი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ს და მასთან ერთად განიხილა ჰამასის შემხვედრი წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ამერიკელმა და ისრაელელმა აგენტებმა შექმნეს და დაჯგუფებას გადასცეს კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების საშუალებით.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვა ისრაელელი მოხელეები: თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და მოსადის დირექტორი დავიდ ბარნეა.
ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა 7 თებერვალს, რომ ღაზაში სრული გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია და უარყო ჰამასის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა მოხდეს დაბრუნება მძევლებისა, რომლებიც ღაზის სექტორში ჰყავთ დატყვევებული. ნეთანიაჰუ თვლის, რომ ისრაელს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა ჰამასის სრული განადგურებისა. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ღაზაში ომის ერთადერთი გამოსავალი ჰამასზე სრული გამარჯვებაა, “საომარი ზეწოლის გაგრძელება მძევლების განთავისუფლების აუცილებელი პირობაა“ – თქვა ნეთანიაჰუმ.
ეს ბლინკენის უკვე მეხუთე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ” რომლის დროსაც ის შეხვდა და ეგვიპტის და კატარის – ჰამასთან მძევლების შესახებ მოლაპარაკების შუამავალი ქვეყნების ლიდერებს.
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების უწყება შენარჩუნებულ უნდა იქნეს. მისი თქმით, გაეროს მისია ღაზაში აფასებს სამოქალაქო მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს.
ნეთანიაჰუს მან თავის შეშფოთება გამოუცხადა, ისრაელის ოფიციალური პირების რიტორიკის გამო, რომელიც ვითარებას ძაბავს. სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ ჰამასის პასუხი იძლევა სივრცეს შეთანხმებისთვის.
მან განმარტა, რომ მისი აზრით, ნეთანიაჰუს მხრიდან ჰამასის წინადადების უარყოფა დაკავშირებულია მის იმ ელემენტებთან, რომლებიც არ დაწყებულა. მან განაცხადა ასევე, რომ პალესტინელთა ავტონომიამ თვითონ უნდა მოახერხოს რეფორმირება და კვლავ ამოქმედება.
Reuters-ის თანახმად, ბლინკენი და სხვა ამერიკელი მაღალი რანგის მოხელეები თვლიან, რომ მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ ისრაელსა და ჰამასს შორის ხანგძლივი ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო გზაა ისრაელის მომავალი ინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკებისთვის, საუდის არაბეთთან მისი ურთიერთობის ნორმალიზების ჩათვლით. ოფიციალური პირებით თვლიან, რომ ღაზის ვექტორში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა ასევე დამოკიდებულია საომარი მოქმედების შეწყვეტასთან.
ბლინკენმა ჰერცოგს უთხრა, რომ მას უამბობს იმის შესახებ, თუ რა მოისმინა ეგვიპტის, ს და კატარის ოფიციალური პირებისგან რეგიონში ისრაელის უფრო ფართო ინტეგრაციისთვის.
Reuters-ის თანახმად, ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, უსამა ბაჰდანმა აქვა, რომ მათი დელეგაცია ეგვიპტეში მიემგზავრება 8 თებერვალს კატარის და ეგვიპტის წარმომადგენლებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსალაპარაკებლად.

ასევე დაგაინტერესებთ