შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ღაზის ომში „ნამდვილი და ხანგრძლივი პაუზებისკენ“, რათა მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება შეძლონ.
ბრიუსელში ვიზიტის დროს ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეერთებულ შტატებს სურს იხილოს „ღაზის დიდ ნაწილებში ნებისმიერი დაპირისპირების, საბრძოლო მოქმედების ნამდვილი და ხანგრძლივი პაუზები, რათა დახმარება ეფექტურად მივიდეს იმ ადამიანებთან, ვისაც ეს სჭირდება.“
მან თქვა, რომ ისრაელმა ჰუმანიტარულ პრობლემასთან გასამკლავებლად გადადგა ნაბიჯები და „ასევე შეასრულა თავისთვის დასახული მიზნები… ეს ომის დასრულების დროს უნდა ნიშნავდეს“, თქვა ბლინკენმა.
მანამდე, ოთხშაბათს, ბეირუთის სამხრეთით, ისრაელის საჰაერო თავდასხმამ ექვსი ადამიანი იმსხვერპლა. ისრაელის არმიამ ქალაქის სამხრეთის გარეუბნების ნაწილების ადამიანებისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება გამოაქვეყნა, რათა ტერიტორია დაეტოვებინათ.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამატებით 15 ადამიანი დაშავდა საჰაერო თავდასხმის დროს, რომელსაც სამშაბათს ისრაელის მხრიდან ძლიერი დარტყმები მოჰყვა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოთხშაბათს „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ღამის განმავლობაში ლიბანზე თავდასხმები „იყო დაზვერვაზე დაფუძნებული დარტყმები „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობებზე და სამეთაურო ცენტრებზე დაჰიეჰის რაიონში, რომელიც ბეირუთში „ჰეზბოლის“ საკვანძო ტერორისტული გამაგრებული ადგილია.
დარტყმებამდე ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, „უამრავი ნაბიჯი გადაიდგა სამოქალაქო მოსახლეობისთვის რისკის შესამცირებლად, მათ შორის ამ ადგილის მოსახლეობისთვის წინასწარი გაფრთხილებების გამოცემით.“