ბლინკენი ღაზის ომის გარშემო შეხვედრებს მართავს თურქეთის ოფიციალურ პირებთან

-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გარშემო თავისი მოგზაურობა დაიწყო და პირველი შეხვედრები თურქეთში გამართა.
თურქეთის ცნობით, ბლინკენი შეხვდა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს. მათი საუბრის თემა იყო ომი და ჰუმანიტარული კრიზისი ღაზის სექტორში, მათ ამასთან განიხილეს ნატოში შვედეთის გაწევრიანების თემა, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ზე ს თავდასხმის შემდეგ შვედეთმა ნეიტრალური საგარეო პოლიტიკა შეცვალა და ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. თურქეთი, ნატოს წევრი, ხელს უშლიდა ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას, მაგრამ, ახლა მოელიან, რომ პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს გადაწყვეტილებას.
ბლინკენი მოგვიანებით ხვდებოდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რომელიც ღაზაში ს ქმედებას მკაცრად აკრიტიკებს.
სახელმწიფო მდივნის მოგზაურობის მიზანია ღაზის ომის შედეგად დაძაბული ვითარების დაწყნარება. ბლინკენი 6 იანვარს აპირებს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ჩავიდეს და იქ შეხვდეს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს.

ასევე დაგაინტერესებთ