ბლინკენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის “უკანასკნელ შანსზე” ლაპარაკობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც კვირას ისრაელში ჩავიდა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს „გადამწყვეტი მომენტი“ უწოდა. მისი თქმით, ეს „შესაძლოა, იყოს საუკეთესო და იქნებ უკანასკნელი შესაძლებლობა“, რათა მიაღწიონ მძევლების გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებული ჰყავს ჰამასს (პალესტინელთა რადიკალურ ორგანიზაციას, რომელიც -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად არის აღიარებული).
ს პრეზიდენტ იცჰაკ ჰერცოგთან შეხვედრის წინ ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, თავიდან აიცილოს კონფლიქტის რეგიონული ესკალაცია, განსაკუთრებით ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის შიშის ფონზე, ივლისში თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ.
ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ ეს ბლინკენის მეცხრე მისიაა ახლო აღმოსავლეთში. ორშაბათს დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ სა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან. სამშაბათს ის გაემგზავრება ეგვიპტეში, სადაც, შუამავალი ქვეყნების თქმით, მიმართავენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის უკანასკნელ მცდელობას.
შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმა მოიცავს სამეტაპიან პროცესს, რომლის დროსაც ჰამასი გაათავისუფლებს 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს აყვანილ ყველა მძევალს. სანაცვლოდ, ისრაელი გაიყვანს ძალებს ღაზის სექტორიდან და გაათავისუფლებს პალესტინელ ტყვეებს. მანამდე აშშ-მა წარმოადგინა წინადადებები ისრაელისა და ჰამასის პოზიციებს შორის დარჩენილი განსხვავებების აღმოსაფხვრელად.
თუმცა, dpa კვირას იტყობინებოდა, რომ ჰამასის ხელმძღვანელობამ უარყო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის არაპირდაპირი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინადადებები. ცნობის თანახმად, ისლამისტების წარმომადგენლებმა უარი თქვეს ისრაელის მხარის სავარაუდო ახალ მოთხოვნებზე. ცნობილია, რომ ჰამასი, კერძოდ, არ იყო კმაყოფილი ისრაელის განზრახვით, შეინარჩუნოს სამხედრო ყოფნა ღაზის სექტორის რამდენიმე პუნქტში, მათ შორის ფილადელფიის დერეფანში, რომელიც სექტორისა და ეგვიპტის საზღვარზე გადის.
მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი მზად არის გამოიჩინოს გარკვეული მოქნილობა, ამას აქვს საზღვრები.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია. „ჩვენ არ ვნებდებით,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს მეომარ მხარეებს შორის ორმხრივი პრეტენზიების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”