ბლინკენი საქართველოს ევროინტეგრაციაზე: “მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება”

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ულოცავს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების კუთხით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ“, — ნათქვამია განცხადებაში.
ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი თორმეტი თვე ქართველი ხალხისთვის, როდესაც საქართველოს ისტორიული მიღწევა აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სახით.
„მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და იმსახურებენ“, — დასძენს ბლინკენი.

ასევე დაგაინტერესებთ