ბლინკენი სანდუს გამარჯვებას ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს -ის სახელმწიფო მდივანი და აცხადებს, რომ მაია სანდუ მოლდოვის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც მეორე ვადით მიიღო საპრეზიდენტო მანდატი და ეს ისტორიული მიღწევაა. “ვიწონებთ მოლდოველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი, რაც ასახავს ხალხის ნებას და მის მონდომებას, კრემლის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე თავისი არჩევანი დაიცვას ”.
სახელმწიფო მდივნის თქმით, მოლდოველებმა საკუთრი ხმა დააფიქსირეს. მათი განზრახვაა ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელონ და ამ არჩევნებში მათი მაღალი აქტიურობა ამის დასტურია.
პირველი ამერიკელი დიპლომატი ადასტურებს, რომ მოლდოვის გვერდით დგას და მოლდოველი ხალხის ნების გასატეხად კრემლის მცდელობები ჩავარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს