აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისრაელი-ჰამასის ომზე ისაუბრა. მისი თქმით, პალესტინური სახელმწიფოს არსებობა საჭიროა ისრაელის უსაფრთხოებისთვის.
ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელი რეალურ უსაფრთხოებას პალესტინური სახელმწიფოს გარეშე ვერ მიიღებს. ბლინკენის სიტყვებით, ისრაელელმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება ქვეყნის პოლიტიკა პალესტინური სახელმწიფოს არსებობასთან დაკავშირებით.
ამას გარდა, ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთის მთავარ გამოწვევად ირანი და მისი მართული ტერორისტული ჯგუფები დაასახელა. მისი თქმით, ირანი რეგიონში სრულიად იზოლირებული უნდა დარჩეს და ამაში ახლო აღმოსავლეთი უნდა გაერთიანდეს.