ბლინკენი: პალესტინელებს ღაზაში დარჩენა უნდა შეეძლოთ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ახლო აღმოსავლეთის ტურნეში იმყოფება. ბლინკენმა კატარში ყოფნისას თქვა, რომ პალესტინელებს ღაზის სექტორში დარჩენის და ცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
ენტონი ბლინკენმა დაგმო ისრაელელი მინისტრების განცხადებები, რომლებიც პალესტინელების სხვაგან გადასახლებას ითხოვდნენ. მინისტრებს, მათ შორის ს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ-გვირს, პალესტინელების იძულებითი მიგრაცია ღაზის საკითხის გადაწყვეტად მიაჩნიათ.
ბლინკენის თქმით, დაუშვებელია ზეწოლა პალესტინელებზე, რომ ღაზის სექტორი დატოვონ. ასევე, როდესაც საომარი პირობები ამის საშუალებას მისცემს, პალესტინელებს სახლებში დაბრუნება უნდა შეეძლოთ.