აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ალექსეი ნავალნის სიკვდილი არის შეხსენება პუტინის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ის იჩენს ნებისმიერის მიმართ, ვინც მას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრამდე ისაუბრა.
“ძალიან მალე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ორი წლის თავი დადგება. ჩვენ არ გვჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ ნავლანის სიკვდილი არის შეხსენება პუტინისა და მისი მთავრობის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ისინი იჩენენ რუსების მიმართ რუსეთში, ნებისმიერის მიმართ, ვინც მათ ეწინააღმდეგება”. – თქვა ბლინკენმა.
ამავდროულად, ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მტკიცედ მხარს უჭერს უკრაინას და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
“აშშ მტკიცედ მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ათობით სხვა ქვეყნაც იგივეს აკეთებს. ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ იმისკენ, რომ უკრაინა მტკიცედ დადგეს საკუთარ ფეხზე სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. ამის უზრუნველსაყოფად ერთად მუშაობას გავაგრძელებთ”. – თქვა ბლინკენმა.