ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 28-31 მაისს მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა. კიშინიოვში ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
„კიშინიოვში, მდივანი ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ -ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტუროს,“ – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ში ვიზიტისას კი ბლინკენი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და თავდაცვის მოდერნიზაციის, ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს.
პრაღაში ყოფნისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტების განხილვაა დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ