სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირსა და NATO-ში წევრობის ნორმებთან.
ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერებას ეხება.
“საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებთან. სანამ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს დახმარების პროგრამებსა და აქტივობებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს ქართველ ხალხს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებით. […]”, – აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-მა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო – სახელმწიფო მდივნის განცხადება.