ბლინკენი: …მაგრამ არავისგან მესმის, რომ „ჰამასმა“ შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება

ჩემთვის გასაოცარია, რომ ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, რაც ჩვენ ყველას გვინდა, მაგრამ არავისგან მესმის, რომ „ჰამასმა“ შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება და იარაღის დადება, რათა დანებდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა

„თუ „ჰამასი“ ამას იზამს, ხვალვე დასრულდება ყველაფერი. თუ „ჰამასი“ ამას იზამდა, ეს მოხდებოდა ერთი თვის, ექვსი კვირის უკან“, – აღნიშნა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მისთვის გასაგებია, რომ ყველას სურს კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, მაგრამ თუ ეს კონფლიქტი „ჰამასის“ დარჩენით დასრულდება, მაშინ მათ ექნებათ შესაძლებლობა 7 ოქტომბრის თავიდან გამეორების, რაც არც ისრაელის და არც რეგიონის ინტერესებში არ შედის.

„როგორ შეიძლება, რომ მოთხოვნა არ იყოს აგრესორის მიმართ და მხოლოდ მსხვერპლის მიმართ იყოს“, – დასძინა ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ