ბლინკენი ისრაელს აფრთხილებს, რომ რაფაში შესვლამ შესაძლოა მისი გლობალური იზოლაცია გამოიწვიოს

-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ისრაელს აფრთხილებს, რომ რაფაში სახმელეთო და საჰაერო ოპერაციის განხორციელებამ შესაძლოა გლობალურ იზოლაციაში მოაქციოს. გავრცელებული ინფორმაციით, რაფაში შესვლის შესახებ ენტონი ბლინკენმა და ს პრემიერმინისტრმა მ 22 მარტს ისაუბრეს.
“ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის მიზანს, რომ ჰამასი გაანადგუროს, თუმცა მასშტაბური სახმელეთო სამხედრო ოპერაცია რაფაში არ არის გზა ჰამასის გასანადგურებლად” – თქვა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, რაფაში ოპერაცია სამოქალაქო პირების სიკვდილის განსაკუთებით დიდ რისკებს შეიცავს. ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაში მთელი ღაზის სექტორიდან იძულებით გადაადგილებული 1 მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება. ბლინკენის სიტყვებით, ეს ოპერაცია ასევე შეიცავს რისკებს, რომ ისრაელის საერთაშორისო იზოლაცია გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ისრაელის გრძელვადიან უსაფრთხოებას და სტაბილურობას.
ცოტა ხნით ადრე მ ჟურნალისტებთან რაფას ოპერაციაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ რაფაში ისრაელის ძალები აუცილებლად შევლენ, თუნდაც მარტო. ნეთანიაჰუს თქმით, რაფაში შესვლის გარეშე ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასს ვერ გაანადგურებენ.