ბლინკენი: ვგმობთ პროკურორის მიერ ისრაელისა და ჰამასის გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა

აშშ პრინციპულად გმობს სისხლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის დღევანდელ მოთხოვნას გაიცეს დაკავების ორდერები ისრაელელ მაღალჩინოსნებსა და ჰამასის ტერორისტებზე.
ვგმობთ პროკურორის მიერ სა და ჰამასის გათანაბრებას, ეს სამარცხვინოა. ჰამასი არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც ებრაელებს ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა მოუწყო და დღემდე მძევლად ჰყავს ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ამერიკელი.
გარდა ამისა, -მ მიმდინარე კონფლიქტის დაწყებამდე ნათლად განაცხადა, რომ ICC-ის იურისდიქცია ამ საკითხზე არ ვრცელდება.
ამ სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ICC-ის პროკურატურის ინიციატივას გასცეს ისრაელელი მაღალჩინოსნებისა და ჰამასის ლიდერების დაკავების ორდერები.