ბლინკენი: აშშ უკრაინას მიაწვდის 100 მილიონამდე დოლარის ღირებულების იარაღს, უკვე გამოცხადებული დახმარების სახით

20 ნოემბერს აშშ-მა გამოაცხადა უკრაინის მხარდასაჭერი იარაღისა და აღჭურვილობის პაკეტი – ამბობს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.
პაკეტი 100 მილიონამდე დოლარის ოდენობისაა და წინასწარ იყო შეთანხმებული – ამბობს ბლინკენი.
დახმარება მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) და დამატებით საბრძოლო მასალებს.
პაკეტი “უკრაინას დაეხმარება ბრძოლის ველზე არსებული აუცილებლობის შევსებაში, თავისი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნებისთვის წარმოებულ ბრძოლაში” – თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია კონგრესმა დაამტკიცოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!