ბლინკენის სეულში ვიზიტის პარალელურად ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ს სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთით ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაისროლა.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მოკლე რადიუსის რამდენიმე რაკეტის გაშვება დაახლოებით დილის 8 საათზე ფხენიანიდან მოხდა და რაკეტებმა ზღვაში ჩამოვარდნამდე 300 კმ დაფარეს.
მომხდარი დაგმო იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.
ფხენიანის მხრიდან აგრესიული გზავნილები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც -მ და სამხრეთ კორეამ ერთობლივი 10-დღიანი სამხედრო წრთვნები გამართეს.
ბოლო კვირების მანძილზე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ჯარისკაცებს რამდენჯერმე მოუწოდა, გაზარდონ ძალისხმევა ომისთვის მოსამზადებლად.
ამავდროულად, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეისგან მოსალოდნელი პროვოკაციის გამო მაღალი სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა.