ბლინკენის თანაშემწე: რუსეთი და „ოცნება“ ცდილობენ შეზღუდონ პოლიტიკური ოპოზიცია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ს თანაშემწე, დაფნა რენდი აცხადებს, რომ სგან მხარდაჭერილი „ქართული ოცნება“ რუსული გზებითა და ხელშეწყობით ცდილობს პოლიტიკური ოპოზიციის შეზღუდვას და შეერთებული შტატები უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებს.
ამის შესახებ დაფნა რენდმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებული დისკუსიისას ისაუბრა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით არსებულ გლობალურ გამოწვევებსა და გადალახვის გზებს. დაფნა რენდი სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს წევრია -ის სახელმწიფო დეპარტამენტში. მან საქართველოს, როგორც რუსული ავტორიტარული რეჟიმის განსაკუთრებულ ინტერესში მყოფ არამყარ დემოკრატიას, ვრცელი დრო დაუთმო.
„რასაც რუსეთი სჩადის, ეს დე-დემოკრატიზაცია, ავტორიტარიზმის ხელშეწყობაა. […] რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომ აქტიურად შეუტიოს და დაამხოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობები. მის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ჯერ კიდევ არამყარი დემოკრატიები. […] მაგალითად, საქართველო და ეს არის ძალიან შემაშფოთებელი.
12 წელი გავიდა, რაც „ქართული ოცნება“ მართავს საქართველოს. 26 ოქტომბერს იქნება , რომლის სამართლიანობა დგას ეჭვის ქვეშ. ვხედავთ, რომ რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს ამ პარტიის მხარდასაჭერად. საქართველოში მიიღეს რუსული კანონის ასლი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, ზღუდავს შესაძლებლობას, გამოხატო მმართველი პარტიისგან განსხვავებული იდეები, გააკრიტიკო ისინი. ზღუდავს ყველაფერს, რაც გვესმის ყველას, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი რამ არის ჯანსაღი არჩევნების ჩასატარებლად.
იანვარ-თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთი და „ქართული ოცნება“ ძალიან მოწადინებულები არიან, შეუზღუდონ სივრცე პოლიტიკურ ოპოზიციას და ამას იმდენი გზით ცდილობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ამას სავიზო შეზღუდვების მექანიზმის შემოღებით ვუპასუხეთ, რომ დადგეს პასუხისმგებლობა იმ ადამიანებისა, რომელთა თავებშიც დაიბადა ამ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის იდეა.
ძალიან ვღელავთ არჩევნებზე. არჩევნები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს სამართლიანი, თუ იქნება ღია, თავისუფალი დებატების შესაძლებლობა და დისკუსია.
თუ სამართლიანად და პირდაპირ მოიგებს არჩევნებს „ქართული ოცნება“, ეს ვერ იქნება პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ მათ შეუზღუდეს საქართველოს საზოგადოებას შესაძლებლობა, რომ გამოხატონ თავისი ნება და სურვილები.
საქართველოს მოსახლეობის 80% გამოხატავს თავის მისწრაფებას ევროკავშირისკენ, მასში გაწევრიანებისკენ. ხალხს უნდა ევროკავშირთან დაახლოება. უნდა რეფორმების პროცესის გავლა, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს. შესაბამისად რუსეთი, თავისი ჩარევებით, ცდილობს შეზღუდოს სივრცე საამისოდ და საქართველოს მთავრობა და ხალხი თავის ორბიტაზე დააბრუნოს. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. აშშ-ის მთავრობა, კონგრესი პროცესებს უმაღლეს დონეზე აკვირდება“, — თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
საქართველოს შესახებ მსჯელობას დაფნა რენდის მხრიდან წინ უძღოდა საუბარი იმაზე, რომ მსოფლიოში დღეს იდეების, ღირებულებების ნამდვილი ომი მიმდინარეობს. არჩევანი არის ქვეყნების მართვის ავტორიტარულ და დემოკრატიულ მოდელებს შორის.
„ჩვენ გვჯერა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრთხეები ავტორიტარული მმართველობებისგან მოდის. ჩინეთი პიონერია ტრანსნაციონალური რეპრესიების გატარების საკითხში და დანარჩენები მის გზას მიჰყვებიან. ისინი დევნიან დისიდენტებსა და პოლიტიკურ აქტივისტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, აკადემიურ პერსონალს, არამხოლოდ ჩინეთის საზღვრებში, არამედ ჩინეთის საზღვრებს მიღმაც. საზღვარგარეთაც ცდილობენ არ მოასვენონ ადამიანები, რომლებსაც მოუწიათ ჩინეთის დატოვება. […] იგივე სტრატეგია გადაიღეს რუსეთმაც და სხვა ავტორიტარულმა სისტემებმაც. ეს არის ძალიან სახიფათო და საშიში ყველა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, — აღნიშნა დაფნა რენდმა.

ასევე დაგაინტერესებთ