ბლინკენის განცხადებით, მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესი და დაუღალავი დიპლომატიის შედეგია

ბლინკენის განცხადებით, მძევლების გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესი და დაუღალავი დიპლომატიის შედეგია
-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესია. ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.
ბლინკენმა პირობა დადო, რომ იქამდე გაგრძელდება შესაბამისი მუშაობა, სანამ „ჰამასის“ მიერ გატაცებული ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება.
ამასთან, ბლინკენის თქმით, მიღწეული შედეგი არის დაუღალავი დიპლომატიისა და ძალისხმევის შედეგი.
„ჩემთვის პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება და დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ყველა მძევლის გათავისუფლება და მათი სწრაფი დაბრუნება ოჯახებთან“, – აცხადებს ბლინკენი.
ინფორმაციისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების თანახმად, ჰუმანიტარული პაუზები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეთანხმების თანახმად გათავისუფლდება 50 მძევალი. ეს იქნება პირველი ჰუმანიტარული პაუზა, კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!