“ბლექ სი გრუპის” დირექტორის თქმით, წერეთლის სამუშაოები დათქმულ დროში ჩაბარდება | მერიაში შეხვედრა გაიმართა

მერია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი აბუთიძე წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი ახალი კონტრაქტორი კომპანიების დირექტორებს შეხვდნენ.
უწყების ცნობით, “ბლექ სი გრუპის” დირექტორმა, ამრიან მამუჭაძემ თქვა, რომ კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდეს.
“ჩვენმა კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 31 იანვრის ჩათვლით, წერეთლის გამზირზე, სტანისლავსკიდან ერისთავის ქუჩის მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. არაერთხელ ჩატარებულა გამოკითხვა ფასთა კვლევის მიზნით, მიგვიღია მონაწილეობა როგორც მერიის მხრიდან გამოკითხვაში, ისე სხვა დამკვეთებისგანაც. ამ გამოკითხვის დროს შეირჩა ჩვენი კომპანია. ამჟამად, არ გვქონდა მიმდინარე პროექტები. პირადად ჩემი ხელმძღვანელობით განვახორციელებ ამ პროექტს. დარწმუნებულები ვართ, ყველა სტანდარტის დაცვით, დამკვეთს სამუშაოები შესაბამის დროში ჩავაბაროთ”, – თქვა ამირან მამუჭაძემ.
ცნობისთვის, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის მაისში დაიწყო და მერიის განცხადებით, 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. 16 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ორივე კომპანიასთან, მერიამ ხელშეკრულებები გაწყვიტა, რადგან ისინი სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებდნენ.
იხილეთ:
· წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას 4 კომპანია დაასრულებს, მათ შორისაა, ს მეგობრის შპს