ბლეიზ მეტრეველი: ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ

🔻 MI6-ის ხელმძღვანელი პუტინს აფრთხილებს: ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Telegraph სტატიას
გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის, ბლეიზ მეტრეველის პირველი მოხსენების თაობაზე.
🔴 MI6-ის ახალი ხელმძღვანელი ორშაბათს „აგრესიული, ექსპანსიონისტური“ რუსეთის წინააღმდეგ გამოვა და ვლადიმერ პუტინს გააფრთხილებს, რომ ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინას არ მიატოვებს.
🔴 MI6-ის შტაბ-ბინიდან თავის პირველ გამოსვლაში ბლეზ მეტრეველი გამოაცხადებს, რომ ბრიტანეთის ერთგულება კიევის მიმართ ურყევია და რომ პუტინს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ უკრაინის სახელით ბრიტანეთის ზეწოლა გაგრძელდება“ – ნათქვამია სტატიაში.
🔴 48 წლის ოფიცერი, რომელმაც საიდუმლო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა 1 ოქტომბერს დაიკავა, იტყვის: „ქაოსის ექსპორტი საერთაშორისო ჩართულობისადმი რუსეთის მიდგომის მახასიათებელია და არა შეცდომა და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი იძულებული არ გახდება შეცვალოს თავისი გათვლები“.
📍 გამოცემა მიუთითებს, რომ ეს განცხადება კეთდება იმ დროს, როდესაც -ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აგრძელებს უკრაინაზე ზეწოლას ტერიტორიული დათმობების ხარჯზე, სამშვიდობო შეთანხმება დადოს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის…”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს