ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? – ალეკო ელისაშვილზე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი , ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს.
მინისტრი აზიარებს ელისაშვილის ვიდეოს, სადაც ჩანს მისი შეცვლილი რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ელისაშვილი თავის დროზე უკრაინიდან რუსის ჯარს გამოექცა და საქართველოში შემოიძურწა.
“ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი.
ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ.
ისე, უკრაინაში წასული დიდი ბაქი-ბუქით, კი გამოექცა რუსის ჯარისკაცს და შემოიძურწა უკან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი.” – წერს თეა წულუკიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“