ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი რუსეთის სარგებლობაში – გაგრძელდება თუ არა სოხუმში პროტესტი და რისკენ მოუწოდა თბილისმა საერთაშორისო თანამეგობრობას

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი ს საკუთრება გახდა. კომპლექსის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და აკვატორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კი მოსკოვს 49 წლიანი იჯარით გადაეცა. გადასახადი სიმბოლურია – წელიწადში 1 რუბლი. დოკუმენტს, რომელსაც ს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აკრიტიკებს ხელი ე.წ პრეზიდენტმა უკვე მოაწერა. არაღიარებულმა პარლამენტმა ხელშეკრულების რატიფიცირება გვიან ღამით მოახდინა.
დოკუმენტს ე.წ დეპუტატები გარეთ მიმდინარე დემონსტრაციის ფონზე განიხილავდნენ. მოსახლეობის პროტესტმა საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოახდინა. მაგრამ, ადგილობრივები ამბობენ, რომ არაღიარებულ მთავრობას პასუხს მოსთხოვენ.
რუსეთისთვის მიწის და მასზე არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემის საკითხი ოკუპირებუოლ ტერიტორიაზე რამდენიმე თვეა განიხილება. მოსახლეობის პროტესტის გამო, საკითხი არაერთხელ გადაიდო. რიგგარეშე სხდომას კი წინ უძღვოდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოკუპანტი ქვეყნის ელჩის მიერ გაკეთებული ორაზროვანი და მკაცრი განცხადება.
ში, მიწის ნაკვეთზე, რომელსაც უკვე წლებია რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, #8, #9 და 10 მდებარეობს, არის დამხმარე ნაგებობებიც.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ინფრასტრუქტურის მიტაცებას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად აფასებს ლევან იოსელიანი. ფაქტს გმობს და მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილად განიხილავს . საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ადგილობრივი მოსახლეობა მიწის დათმობას არ აპირებს და ბრძოლის გაგრძელებას ფართომასშტაბიანი აქციებით გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება