ბიჭვინთის “სახელმწიფო” აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი აფხაზეთში 28 დეკემბერს განიხილება

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“, შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის სთვის გადაცემის შესახებ რუსეთ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირების საკითხი. ამის შესახებ ოპოზიციური ტელეგრამ-არხი RESPUBLICA იტყობინება.
მანამდე „ნუჟნაია გაზეტა“ წერდა, რომ დოკუმენტი შესაძლოა ახალ წლამდე დამტკიცდეს: „ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმება დაბრუნდა პარლამენტში. აღმასრულებელი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების კორექტირებას უკავშირდება და ლობირებს ახალი წლის წინ შეთანხმების მიღებას“.
ე.წ. დეპუტატებთან შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ შეცვალა კოორდინატები და გაგზავნა ახალი დოკუმენტი.
ბჟანიამ ასევე გამართა შეხვედრა ახალგაზრდული მოძრაობა „HARAҲPITSUNDA“-ს წარმომადგენლებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას.
შეხვედრის შემდეგ აქტივისტებმა ისაუბრეს ასლან ბჟანიას პოზიციაზე აგარაკის საკითხთან დაკავშირებით: „მისი აზრია, რომ აგარაკი, რა თქმა უნდა, მადლიერების ნიშნად უნდა გადასცეს, რადგან აფხაზეთი დამოკიდებული ქვეყანაა და ბევრი არაფერი შეუძლია თავისთავად. ხოლო ჩვენ უკვე საკმარისი გავაკეთეთ საერთაშორისო აღიარებისთვის“.
სექტემბერში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თემაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „საკითხის განხილვის საინფორმაციო მხარდაჭერამ“ დააზარალა აფხაზურ-რუსული დიალოგი. რუსეთი კი, მისი თქმით, არის „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვი“. „თუ რუსეთთან ურთიერთობას დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, – აღნიშნა არძინბამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!

ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ ბრალს, რაც გულისხმობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკადის მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას – მათ აქვთ სურვილი გამოძიებასთან ითანამშრომლონ