ბიჭვინთის აგარაკების სთვის გადაცემას ხვალ განიხილავენ | ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი იწყება

დროებით ოკუპირებული ს ე.წ. “პარლამენტთან” მოსახლეობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები იკრიბებიან. ისინი ბიჭვინთის აგარაკების სთვის მოსალოდნელ გადაცემას აპროტესტებენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხს “საკანონმდებლო ორგანო” 28-ის ნაცვლად, 27 დეკემბერს განიხილავს.
მიზეზი კი სავარაუდოდ ის გახდა, რომ ოპოზიციონერმა “დეპუტატებმა” 28-ში საკითხის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია დააანონსეს.
არსებობს ვარაუდი, რომ ოპოზიციონერები “პარლამენტის სხდომის” ჩაშლას აპირებენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან იქამდე, ვიდრე საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება – „ჩვენ უკვე პარლამენტის წინ სკვერში ვართ. ხვალ არის სესია, რომელიც არ უნდა იყოს და არ იქნება“, – წერს ვეტერანი ლაშა ზუხბა სოციალურ ქსელში.
ოკუპირებული ს “გენერალური პროკურორი” ადგურ აგრბა მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს „თავი შეიკავონ უნებართვო აქციაში მონაწილეობისგან“.
„დესტაბილიზაციის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები, თავიანთი უფლებამოსილებების შესაბამისად, ვალდებულნი არიან გამოიყენონ მთელი რიგი ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად.“, – განაცხადა აგრბამ.
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმი წინასაახალწლოდ რუსეთისთვის ბიჭვინთის 180 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობის გადაცემას აპირებს.