“ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე პროტესტი გარედანაა წახალისებული”, – ამის შესახებ რუსეთის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საუბრობს. ამბობს, რომ “რუსეთი ამ სიტუაციას მშვიდად უნდა მიუდგეს”.
“რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ”, – თქვა კარასინმა
ასევე, კარასინის თქმით, ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკი მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუსეთს მიეკუთვნა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.