პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე დაკავებულმა ალბი კორძაიამ საპატიმრო დატოვა | 5-დღიანი პატიმრობა მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა გამოაცხადა
სამოქალაქო აქტივისტი მათე დევიძის საქმის მოწმე პოლიციელ ჟამერაშვილს ბათუმში 28 ივნისს შეხვდა – მაშინ კორძაიამ ვიდეო გაავრცელა, სადაც მას ეუბნება: “ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ ბათუმში უნდა ისვენებდე?!”… რის შემდეგაც, ჟამერაშვილმა კორძაიას უჩივლა.